თქვენი ეზოს სრული ტრანსფორმაცია - იდეიდან რეალობამდე.
 
თქვენი ეზო არ არის უბრალოდ მიწის ნაკვეთი, ეს არის თქვენი სახლის გაგრძელება. ჩვენი ლანდშაფტის დიზაინერი და გუნდი დაგეხმარებათ შექმნათ უნიკალური, ფუნქციური და ესთეტიური სივრცე, რომელიც სრულად მორგებული იქნება თქვენს ცხოვრების სტილზე.
 

ჩვენი სერვისი მოიცავს:
 

3D ვიზუალიზაცია: ნახეთ თქვენი მომავალი ბაღი, სანამ სამუშაოს დავიწყებთ.

სრული შესრულება: "ბესეტკიდან" და წყაროებიდან დაწყებული, მცენარეების დარგვით და გაზონის დაგებით დამთავრებული.

პროფესიონალური გუნდი: ჩვენ ვქმნით არა უბრალოდ ლამაზ, არამედ სიცოცხლისუნარიან ბაღებს.

ენდეთ LisiFlora-ს პროფესიონალიზმს და მიიღეთ ეზო, სადაც ყოველი დღის გატარება სიამოვნებაა."
 
 
 
ლანდშაფტის დიზაინის სამუშაოები, როგორც წესი, მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 
ესკიზური პროექტი — ეზოს საერთო კონცეფციის შემუშავება, ძირითადი ფუნქციური ზონების განსაზღვრა. დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით.

დენდროგეგმა — განაშენიანება : ხეების, ბუჩქებისა და ყვავილების განლაგების დეტალური ვიზუალური გეგმა.

სარწყავი სისტემის დაგეგმარება — წყლის განაწილების სისტემის დაგეგმვა დენდროგეგმის მიხედვით.
 
ზონების ვიზუალიზაცია — ძირითადი ადგილების პერსპექტიული გამოსახულებების შექმნა 3D ფორმატში.

მცირე არქიტექტურული ფორმების ადგილმდებარეობის განსაზღვრა:


1. ფანჩატური
2. წყარო
3. დეკორატიული ტბა/ჩანჩქერი
4. დეკორატიული ქოთანი
5. ბაღის ინვენტარის დამზადება, და განთავსება


ასეთი კომპლექსური მიდგომა საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური სივრცე, რომელიც იქნება როგორც ვიზუალურად მიმზიდველი, ასევე კომფორტული, მოსასვენებლად.

ყველა სერვისი